მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემუქრება თუ არა საფრთხე ზღვის სეზონს და როგორ მოხდება დისტანციის დაცვა სანაპიროზე?

5eb3f2f81473b
ინგა მურუსიძე
07.05.20 15:36
1404
დამაიმედებელია სპეციალისტების პროგნოზი, რომ ზღვის წყალი ეპიდემიის გადამტანი არ არის, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„ინფექციონისტები და ეპიდემილოგები ამბობენ, რომ ზღვის წყალი ინფექციის გადამტანი არ არის. ეს არის საკმაოდ საიმედო პროგნოზი. რაც შეეხება დისტანცირებას, დარწმუნებული ვარ მოქალაქეები, ისევე როგორც ტურისტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეეცდებიან დისტანციის დაცვას. ზედამხედველობა იქნება მსუბუქი, თუმცა აუცილებლად“, - განაცხადა რიჟვაძემ.

რაც შეეხება სეზონის გახსნას და სასტუმროების მზაობას, რიჟვაძე განმარტავს:

„ბოლო ერთი კვირაა აჭარაში აღარ დაფიქსირებულა არც ერთი დაინფიცრების შემთხვევა, ამიტომ ხვალიდან შემსუბუქდება და მოიხსნება შეზღუდვები. რაც შეეხება სასტუმროებს, განაწესები იქნება, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ჯანდაცვის რეკომენდაციების და უსაფრხთოების ნორმების გათვალისწინება“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები