მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ემზარ კვიციანის აზრით, იმ რეგიონის მოსახლეობას, სადაც ჰესები მუშაობს, მოგების 10% უნდა დარჩეს

5cc4230ecffe0
დავით ჯალაღონია
27.04.19 15:40
911
საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავლების დიდი ნაწილის იმ სოფლისა, თუ თემის საჭიროებებისთვის გათვალისწინებას გულისხმობს, სადაც რომელიმე ელექტროსადგური შენდება. BM.GE დეპუტატების მოსაზრებებს ეცნობა, დაუჭერენ თუ არა ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს.

დეპუტატ ემზარ კვიციანს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად საკუთარი ინიციატივა აქვს.

"თუ მაინცდამაინც გადაწყდა და არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ჰესის აშენება რეგიონში, ამ შემთხვევაში უნდა იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები. მე ვფიქრობ, რომ რაც კომპანიას მოგება აქვს, ამ მოგების 10% უნდა რჩებოდეს ადგილზე, მოსახლეობაში და არა – ბიუჯეტში. 10% მოსახლეობაში რომ დარიგდეს, არანაირი უბედური შემთხვევები არ გვექნება. ან შეიძლება ერთი რაღაც – მოსახლეობა უფრო გამგებიანი გახდება იმ შემთხვევაში, რომ ეს ჰესები იყოს სახელმწიფოს საკუთრება, მაშინ სხვა საქმეა.

ახლა კერძო პირის გულისთვის კინაღამ ეთნიკური ომი დაიწყო. არ არის ეს სახელმწიფოს გულისთვის. სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ექნება იქიდან რაღაც პატარა მოგება, მაგრამ აბა სახელმწიფო იყოს მთლიანად, რამხელა მოგებას მოიტანს სახელმწიფოსთვის?! რადგანაც კერძო კომპანიას ამხელა მოგება მიაქვს ჩვენი რეგიონიდან, იმის ღირსი არის იქ მაცხოვრებელი, რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ცხოვრება, რომ მათ დაურიგდეთ 10% იმ მოგებიდან. ეს იქნება ძალიან დამაჯერებელი დახმარება", – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები