მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ენდოჰაბის” ორგანიზებით თბილისში 7-8 ოქტომბერს კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

“ენდოჰაბის” ორგანიზებით თბილისში 7-8 ოქტომბერს კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
01.10.25 11:29
722

2025 წლის 7-8 ოქტომბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში ლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. ენდოჰაბის ორგანიზებითა და მეიოს კლინიკის წამყვან ექპერტთა ჩართულობით გამართული კონფერენცია ქმნის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისთვის ენდოკრინოლოგიის უახლესი მიღწევების გაცნობისა და გაზიარების უპრეცედენტო შესაძლებლობას.

ენდოჰაბი-კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაცია, დაფუძნდა 2024 წელს ქართველ ენდოკრინოლოგთა გუნდის მიერ. ორგანიზაციის მისიაა ენდოკრინოლოგიის, როგორც მედიცინის დარგის, განვითარება, საზოგადოებისათვის ცოდნისა და გამოცდილების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის გამოყენებით პაციენტის განათლებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ორდღიანი კლინიკური კურსის მიზანია ენდოკრინოლოგიის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება. კურსი მოიცავს კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ პრეზენტაციებსა და ენდოკრინოლოგიის თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდების განხილვას.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ექპერტები მეიოს კლინიკიდან – მსოფლიოში რეიტინგით N1 ჰოსპიტალიდან, ასევე თბილისის მედიცინის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები. ღონისძიებას ორი დღის განმავლობაში დაესსწრება 400-მდე ქართველი და საერთაშორისო დელეგატი.

ღონისძიების მთავარი მხარდამჭერები არიან: თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM) თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსტეტი, “მედიქლაბჯორჯია”, ავერსი, ფარმაცევტული კომპანიები: AstraZeneca, Woerwag pharma.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები