მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერეგო ბაზარზე არის მოლოდინი, რომ ფასები მოიმატებს"

5b44ae5b05f52
თამუნა დემეტრაშვილი
10.07.18 17:00
965
ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე მომუშავე Gross Energy Group-ის ფინანსური მენეჯერის ირაკლი ტყებუჩავას შეფასებით, ენერგეტიკის ბაზარი და ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან. ამის შესახებ მან „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

"ამ ეტაპზე ინვესტორები აკვირდებიან როგორ განვითარდება ბაზარი, რადგან მოგეხსენებათ, რომ გადავდივართ თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე. როგორ მოხდება ეს, რა სისტემით ჯერჯერობით ფართო მასებისთვის უცნობია",-განაცხადა ტყებუჩავამ.

მისი ვარაუდით, ინვესტირების გადაწყვეტილებებიც, სწორედ ამ განვითარების შესაბამისად იქნება მიღებული. ტყებუჩავას თქმით, ამჟამად მათი კომპანია 40-მდე პროექტზე მუშაობს, რომლებიც ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მემორანდუმებითაა გამყარებული.

რაც შეეხება ახალ პირობებს, როცა სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული შესყიდვები აღარ იქნება, ტყებუჩავას თქმით, ჯერჯერობით რამდენიმე პროექტი მოიაზრება.

„მოლოდინი ბაზარზე არის, რომ ფასები მოიმატებს და ის პირები, რომლებიც ინვესტირებას აპირებენ ახალ პროექტებში პროგნოზირებენ, რომ უფრო ძვირად გაყიდიან ვიდრე დღეს არის ბაზარზე“,-აღნიშნა ტყებუჩავამ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები