"სახელმწიფოს მხრიდან, ელექტროენერგიის პირდაპირი გარანტირებული შესყიდვის შეზღუდვის გამო, ახალ პროექტებზე მუშაობა არ მიმდინარეობს”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.
“ვინაიდან სქემა დახვეწის და დამუშავების პროცესშია, ჩვენ გავაჩერეთ ახალ პროექტებზე ზრუნვა და ინვესტორებთან ურთიერთობა”- განაცხადა აბრამიშვილმა.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, განახლებადი ენერგიების კანონი დამუშავების პროცესშია, შესაბამისად მუშავდება ელექტროენერგიის პირდაპირი გარანტირებული შესყიდვა მოხდება თუ სხვა მექანიზმი იქნება გამოყენებული. სექტემბერში უნდა იყოს პირველი ვარიანტი წარმოდგენილი და წლის ბოლოსთვის დამტკიცებული.
“ამ პერიოდში მოლოდინის რეჟიმში ვართ”-აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

























