"საქსტატის" დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 120 მილიონ 794 ათასი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე (280 მლნ 557.5 ათასი აშშ დოლარი) 56.9%-ით ნაკლებია.
FDI ენერგეტიკაში
($ ათასი)
2011 - 212,501.1
2012 - 179,421.1
2013 - 246,093.9
2014 - 190,019.8
2015 - 123,680.6
2016 - 145,008.1
2017 - 280,557.5
2018 - 120,794.9
რაც შეეხება FDI-ის მიმართულებით ქვეყნების აქტივობას, 2013 წლიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, ანუ იმ პერიოდში, რომლის მაჩვენებლებიც BM.GE-ის "საქსტატმა" მიაწოდა, პირველ ადგილს 374 მლნ 975.9 ათასი აშშ დოლარის ოდენობით ჩეხეთი იკავებს.
FDI ენერგეტიკაში ქვეყნების მიხედვით:
($ ათასი)
1. ჩეხეთი - 374,975.9
2. ნიდერლანდები - 170,959.0
3. ლუქსემბურგი - 127,521.2
4. კორეა - 127,050.9
5. თურქეთი - 100,272.8

























