PPA-მ ტარიფებმა თავისი თავი ამოწურა, ენერგეტიკაში წახალისების ახალი მექანიზმებია საჭირო - ამის შესახებ დარგის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს. მათი შეფასებით, მაღალი ტარიფით გარანტირებული შესყიდვების გაგრძელება საფრთხეს უქმნის როგორც ინოვაციურ, ისე ტრადიციულ ენერგოტევად დარგებს. ენერგეტიკოს ნაწილი კი ელექტროენერგიის ნასყიდობის გარანტირებული ხელშეკრულებების შესაძლო გადახედვის იდეას უარყოფითად აფასებს. მათი განცხადებით, ამ მექანიზმის გარეშე ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. საქართველოში PPA-ს რეჟიმი ძირითადად 2008–2022 წლებში ახალი ჰესების, ქარისა და რამდენიმე თბოსადგურისთვის გამოიყენებოდა. ხელშეკრულებები ESCO-სთან ფორმდებოდა, 2023 წლიდან სახელმწიფო აუქციონებისა და CfD ტიპის მხარდაჭერის მექანიზმებზე გადავიდა და ახალი პროექტებისთვის კლასიკური PPA ეტაპობრივად ჩანაცვლდა. რა ვითარებაა მხარდაჭერის ნაწილში და რატომ ითხოვს გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვას დარგის წარმომადგენელთა ნაწილი.


































