ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მთავრობამ კომპანიებთან გაფორმებულ მემორანდუმებში დაფიქსირებულ ტარიფებს უნდა გადახედოს. ბიზნესი ამბობს, რომ გენერაციის ობიექტების მშენებლობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაძვირებული, შესაბამისად, აუცილებელია, უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებში მაინც ტარიფები გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart-ის მოლოდინით, 2035 წელს საქართველოს დადგმული სიმძლავრე 8.8 ათას მეგავატამდე გაიზრდება, რაც არსებული სიმძლავრეების გაორმაგებას ნიშნავს.


































