4-5 ივლისს, თბილისში, ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, Greda-ს და Invest In Network-ის ორგანიზებითა და თიბისის სპონსორობით, საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი გაიმართება, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, მიზანი კი, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო. ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებას, მეორეს მხრივ კი იქცეს საუკეთესო პლატფორმად ახალი პროდუქტების, თუ პროექტების ცნობადობის გასაზრდელად. საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში შეკრებს სექტორის ყველა წარმომადგენელს საქართველოდან და პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
სტუმრები: შოთა გავაშელი - თიბისი რეგიონული კორპორატიული კლიენტების მომსახურების განყოფილების უფროსი;
რესან ქიქავა - "ექსპოჯორჯიას" დირექტორი;