მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის განვითარების ფონდს და "საქრუსენერგოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

ელექტროენერგია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებულ კიდევ 2 ენერგეტიკულ კომპანიაში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" ვანო ზარდიაშვილის დანიშვნის პარალელურად, ცვლილება კიდევ ორ კომპანიას „საქრუსენერგოსა“ და ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს" შეეხო.

უწყების გავრცელებული ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მამუკა მენაღარიშვილი დაინიშნა სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალურ დირექტორად, რომელსაც მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში რეფორმების, მსხვილი პროექტების მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით. მენაღარიშვილი კომპანიაში 2009 წლიდან გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

რაც შეეხება სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს,’’ მას ვლადიმერ ძნელაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება და მართვის პრაქტიკა გააჩნია. ფონდში დანიშვნამდე ვლადიმერ ძნელაძე არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ზარდიაშვილი 16 აპრილს დაინიშნა დირექტორად. ყოფილი დეპუტატი პარლამენტის დატოვებიდან მალევე, ის შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, შემდეგ - 2020 წლიდან 2021 წლამდე - იყო სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრი, 2021 წლიდან 2025 წლამდე კი დირექტორი იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები