მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს

5957adee17b87
BM.GE
01.07.17 20:42
1472
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს. კალაძე ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებში მერობისთვის "ქართული ოცნების" სახელით იბრძოლებს.

"სადაც იყო კახი კალაძე, იქ ყოველთვის იყო წარმატება და გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც",- განაცხადა კალაძის წარდგენისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა

2012 წლიდან დღემდე კახი კალაძეს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

სამუშაო გამოცდილება:

25.11.2013 - დღემდე პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
26.11.2016 - დღემდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი
2012-2016 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი
2012 საქართველოს პარლამენტის წევრი
2008-2012 სს „პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
2008 - დღემდე საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი" დამფუძნებელი
2007 - დღემდე საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი" დამფუძნებელი

განათლება:

1996-2003 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კვალიფიკაცია: ისტორიის მასწავლებელი
სპეციალობა: ისტორია

ვინ დაიკავებს ენერგეტიკის მინისტრის პოსტს კალაძის ნაცვლად, ჯერჯერობით უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები