მთავრობის პრიორიტეტებში არაერთხელ დასახელებული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდისთვის გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მათ შორის დღის წესრიგიდან არ ჩამოდის ენერგეტიკის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად დაბრუნების თემა. ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს გააუქმა და ის ეკონომიკის სამინისტროს მიუერთდა. მაშინ, როცა წლების განმავლობაში ენერგეტიკაში უძრაობის ხანა იყო, 2022 წლიდან კი ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება დაიწყო, სპეციალისტები სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად ფუნქციონირების აუცილებლობაზე საკითხის მიმართ საჭირო კონცენტრირების და კომუნიკაციის პროაქტიულ რეჟიმში გადაყვანისთვის ითხოვენ.