მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება მცდარი გადაწყვეტილება იყო“ - მაია მელიქიძე

63f0854ce0e47
თინათინ ნატმელაძე
18.02.23 12:42
1088
„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება ძალიან მცდარი გადაწყვეტილება იყო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რეფორმის პროცესში ვიმყოფებოდით. მე ვისურვებდი, რომ ეს არ მომხდარიყო და გუნდს ემუშავა“, - ამის შესახებ „ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის“ პრეზიდენტმა მაია მელიქიძემ BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

მისივე ცნობით, ენერგეტიკის სამინისტრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ნაწილში, რასაც ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტრო ვერ ახერხებს.

„უნდა ვაღიაროთ, ის, რომ ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მხოლოდდამხოლოდ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, აქამდე ხშირად ვსაუბრობდით, რომ ტურიზმი უნდა განვავითაროთ, სოფლის მეურნეობა და ა.შ.

ენერგეტიკის სამინისტროს უნდა ემუშავა სწორედ ამ ცნობიერების ამაღლების ნაწილზე, ეკონომიკის სამინისტროში ძალიან მცირე გუნდი მუშაობს ენერგეტიკის მიმართულებით, ბევრი საქმის გამო კი ამ კომუნიკაციის ნაწილისთვის ადამიანური რესურსი აღარ ყოფნით. აქედან გამომდინარე, დაშვებული შეცდომა, სამწუხაროდ, ახლა მოვიმკეთ და მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ.“ - განაცხადა მაია მელიქიძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ დღევანდელი მონაცემებით სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები აქტიურად მუშაობენ ისეთი ინსტიტუტების განვითარებაზე, რომლებიც უშუალოდ იქნებიან თავისუფლების, ინვესტიციების მოზიდივისა და საერთო ჯამში, ბიზნესისთვის მატერიალური დოვლათის გენერირების გარანატები.

აქვე შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს გაუქმდა და მისი ფუნქციები ეკონომიკის სამინისტრომ შეითავსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები