საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტების მიღებისას, მათი ნაწილის საჯარო განხილვას ითხოვს. GIG-ის გენერალური დირექტორის მრჩევლი ლევან ვეფხვაძე "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ ნორმატიულ აქტებში ცვლილება გარკვეულ შემთხვევებში ერთ ღამეში ხდება და ეს საინვესტიციო გარემოს აზარალებს.
"ელექტროენერგეტიკული ბაზარი რეგულირდება სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით, რომელშიც ცვლილება შესაძლოა ერთ ღამეში შევიდეს. ეს ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის საინვესტიციო კლიმატისთვის, რადგან ინვესტორები არ არიან თავდაჯერებულები, რომ ხვალ-ზეგ ეს კიდევ უფრო მეტ გავლენას არ იქონიებს ფინანსურ მდგომარეობაზე.
ჩვენი შეთავაზებაა პარლამეტის თავმჯდომარისადმი, რომ მსგავსი ნორმატიული აქტები რომელიც ბაზრის წესებს არეგულირებს უნდა მოითხოვდეს საჯაროდ განხილვას ან გადავიდეს მარეგულირებელი კომიისიის ფუნქციებში, სადაც ისედაც ხდება თვეების განმავლობაში საჯარო განხილვები“, - ამბობს ვეფხვაძე და მაგალიტად, სამინისტროს მიერ 13 მარტს მიღებულ ნორმატიულ აქტს ასახელებს, რომლითაც კომერციული ოპერატორის მიერ, დერეგულირებელი ფესებიდან ელექტროენერგიის შეყიდვის წესში ცვლილებები შევიდა.
"ამან იქონია რამდენიმე მილიონიანი გავლენა კომპანიებზე, თითოეულ კომპანიაზე. მსგავსი გადაწყვეტილება არ შეიძება ერთ ღამეში მიიღონ. ამ შემთხვევაში დისკუსია არ ყოფილა. ჩვენ გვინდა რომ ბაზარი იყოს სტაბილური, მოთამაშეები კი ინფორმირებულები“, - ამბობს ვეფხვაძე.

























