მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის სექტორში 195 ახალი გენერაციის ობიექტის მშენებლობა იგეგმება

5b97d13d5fa43
BM.GE
11.09.18 19:00
910
ენერგეტიკის სექტორში 195 ახალი გენერაციის ობიექტის მშენებლობა იგეგმება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 11,1 მილიარდს აღწევს, - ამის შესახებ საუბარია სამთავრობო ანგარიშში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია წარდგენილი. დოკუმენტის მიხედვით, 52 ელექტროსადგური ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზეა. ამ ობიექტების სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 1,562მგვტ-ია, ინვესტიცია კი 2,7 მილიარდ დოლარს აღწევს.

კვლევის ეტაპზეა 109 პროექტი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 3860 მგვტ-ი და სავარაურო 6 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციით. გარდა ამისა, სამთავრობო დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე იმყოფება 19 ქარის (დადგმული სიმძლავრე − 1219 მგვტ, ინვესტიცია − 1,9 მლრდ აშშ დოლარი) და 15 მზის ობიექტი (დადგმული სიმძლავრე − 543 მგვტ, ინვესტიცია − 539 მლნ აშშ დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები