ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომსახურების ხარისხი გაუმჯობესებულია, - ამის შესახებ ,,საქმის კურსის“ ეთერში სემეკის თავჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხდა. მისი თქმით, ეს იმ ინოვაციური პროექტის, ე.წ ელეტრონული ჟურნალის ამუშავების შედეგია, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში, მომსახურების ხარისხის კონტროლისთვის, სემეკმა განახორციელა. ჟურნალი კომპანიების მიმართ, მათ მიერ მომსახურების სტანდარტების დარღვევვვის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს.
სემეკმა ჟურნალის წარმოება 2017 წლის იანვრიდან დაიწყო და მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, მომსახურების სტანდარტების დარღვევისთვის, გამანაწილებელი კომპანიების მიერ, აბონენტებზე ჯარიმის სახით გაცემულმა თანხამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.
,, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა. თავისთავად ეს გულისხმობს ტექნიკურ და კომერციულ ნაწილს. სწორედ კომერციულ ხარისხს აკონტროლებს ელეტრონული ჟურნალი. დადგინდა ის სტანდარტები, რაც კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებელთან მომსახურებისას. ეს მოიცავს ექვს სტანდარტს: ეს არის აბონენტის ქსელზე მიერთება, აბონენტად რეგისტრაცია, მრიცხველის შემოწმება, პროდუქტის ხარისხის შემოწმება, წერილებზე პასუხის გაცემა და გათიშული მომხმარებლის ქსელთან ხელახლა მიერთება, როცა დავალიანების გადაუხდელობას ჰქონდა ადგილი. ყველა სტანდარტზე გაწერილია ვადები, თუ რა დროში უნდა შეასრულოს კომპანიამ ეს მომსახურება“ - განაცხადა ირინა მილორავამ.
მისივე განმარტებით, ყველა განაცხადი, რომელიც კომპანიაში შედის, ელეტქრონულ პროგრამაში ხვდება და თუ მომსახურების ვადები დაირღვა, პროგრამა ავტომატურად განსაზღვრავს, რომ მომხმარებელს ეკუთვნის კომპენსაცია. კომპენსაცია ფიზიკური პირების შემთხვევაში 5, ხოლო ფიზიკური პირების ემთხვევაში 10 ლარია, თუმცა სამომავლოდ იგეგმება გამკაცრება.
,, მინდა ავღნიშნო, რომ განსხვავებული მექანიზმი მუშაობს ახალი აბონენტის ქსელზე მიერთების შემთხვევაში, რაც კომპანიებისთვის საკმაოდ მძიმე სასჯელია. ანუ, მომსახურების ვადის პირველად დარღვევის შემთხვევაში ქსელზე მიერთების საფასური ნახევრდება, მეორედ გადაცილების შემთხვევაში უფასო ხდება, ხოლო ელექტრო-ენერგეტიკის შემთხვევაში, ვადის მესამედ გადაცილებისას კომპანია თავად უხდის მომხმარებელს ჯარიმის სახით თანხას. არსებულ 2 მილიონიან კომპენსაციებში 90% სწორედ ახალ მომხმარებლებზე გაცემულ კომპენსაციებზე მოდის“ - განმარტა ირინა მილორავამ.
მილორავას განცხადებით, სემეკის ამოცანაა კომპენსაციების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს და მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება, რადგან ბაზარზე ბუნებრივი მონოპოლიებია და ბაზარი ვერ დაარეგულიორებს ამას.

























