მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკოსი: "გაზპრომთან" პირობების გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებები ზაფხულში უნდა დაგვეწყო"

5c716d45b06e6
დათო ჯალაღონია
24.02.19 11:30
1078
ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დაწყება, ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, დააგვიანდა.

„სამწუხაროდ, იმ სარგებლის დაახლოებით 70%, რასაც სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ ვიღებდით, დავკარგეთ. ამის აღდგენა რამდენად იქნება შესაძლებელი, არ ვიცი. ჩვენ უნდა ვცადოთ და ეს პირობა დავაყენოთ. საერთოდ, ალბათ ეს მოლაპარაკება წინა ზაფხულში უნდა დაწყებულიყო და არა – ახლა, როდესაც ორი თვის ვადაგასულია ხელშეკრულება და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, ავწიოთ ფასი ისეთ დონეზე, რომელიც იქნება ხარჯთეფექტური, რადგან ის მილსადენი, რომლითაც ჩვენ ტრანზიტს ვაწარმოებთ რუსული გაზისა სომხეთში, გადის უკიდურესად არახელსაყრელ, მთიან რელიეფზე. მისი ექსპლუატაცია საკმაოდ ძვირი გვიჯდება, ამიტომ შეიძლება იმის განხილვაც გავაკეთოთ, რომ ის დეროგაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული ასცირების შეთანხმებით, მოიხსნას და დაექვემდებაროს სემეკის რეგულირებას, რომელიც გამჭვირვალედ გათვლის, თუ რა ხარჯებია დაკავშირებული მის ექსპლოატაციასთან და ეს ხარჯები იქნება ანაზღაურებული ტრანზიტის საფასურში“, – განაცხადა მურმან მარგველაშვილმა BM.GE-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის შესახებ, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაფორმდება. მხარეები მოლაპარაკებების დეტალებს არ ასაჯაროვებენ, თუმცა გიორგი ქობულია იმედოვნებს, რომ კონტრაქტი, საქართველოს სასარგებლოდ, საგრძნობლად გაუმჯობესდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები