მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟა - შესაძლებლობები და გამოწვევები

BM.GE
21.01.22 12:01
602
წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 4%-ით გაიზრდება, მაგრამ გასული წლის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ორნიშნა რიცხვიც მივიღოთ, რადგან 2021 წელი მოხმარების 13%-იანი მატებით დასრულდა. 

ამ ფონზე, იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობაც გაიზრდება და არსებული პროგნოზით, 2 მილიარდ 366 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბებს, რაც 2021 წელთან შედარებით 18%-ით მეტია. 

რეალურად, სწორედ მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკაზე დამოკიდებულების ზრდა არის საფუძველი ყველა გადაწყვეტილებისა, რაც ენერგეტიკის სექტორშია მისაღები, ან უკვე რეფორმის ეტაპზეა. სწორედ ელექტროენერგიის მოხმარება და რესურსის წყაროები აჩვენებს, რა ფასი ექნება დენს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამეწარმეო მიზნებისთვის. მართალია, ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის გაიაფების წინაპირობები არ ჩანს და ამ მხრივ ფუჭი მოლოდინების შექმნა სარგებელს არ მოიტანს, მაგრამ არის სხვა გზაც - ისევ მომხმარებელს შუეძლია გაანაწილოს დატვირთვა ისე, რომ ელექტროენერგიის ხარჯი დაზოგოს და სისტემასაც დაეხმაროს. ამისთვის კი ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა დაიწყოს. ეს პროცესი ორჯერ გადავადდა და ახლა უკვე პირველი მარტიდან იგეგმება. 

სტუმარი: ირინა მილორავა - საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი;
 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები