მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისს ამოქმედდება - ბაზარი შეზღუდულ რეჟიმში იხსნება;

ენერგეტიკული ბირჟა ბაზრის მოთამაშეთა ნაწილის გარეშე - 1 ივლისიდან ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედება. იხსნება დღით ადრე და დღიური ბაზრები, თუმცა უბალანსობაზე პასუხისმგებლობა და საბალანსო ბაზრის ამოქმედება ერთი წლით 2025 წლის 1 ივლისამდე გადავადდა, ეს თარიღი ასვე მოიაზრება ბირჟის სრულყოფილი ამოქმედებისთვის. გარდამავალ პერიოდში ბირჟაზე მონაწილეობა კომპანიების ნაწილისთვის შეზღუდული იქნება. აქ ვერ ვიხილავთ გარანტირებული სიმძლავრეების მწარმოებლებს, ვერც იმ ელექტროსადგურებს, რომლებსაც ტარიფს სემეკი უდგენს, ბირჟა ვერ ნახავთ ვერც ექსპორტიორების, იმპორტიორების და ტრეიდერებს. მათთვის ვაჭრობაში ჩართვა შეზღუდულია. ვისთვისაც ვაჭრობაში მონაწილეობა დაშვებულია, მათ ნებაყოფლობით შეუძლიათ ბირჟაზე გასვლა. თუმცა აქ უკვე ბიზნესი შიშობს. მათი ნაწილი პირველ ეტაპზე მაინც პროცესების დაკვირვების რეჟიმში ყოფნას ამჯობინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები