მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟა იხსნება - ჩაითვლება თუ არა ბაზრის გახსნა შესრულებულ ვალდებულებად?

ზუსტად 10 დღეში საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა დაიწყებს ფუნქციონირებას, თუმცა ახალი წესებით 1 ივლისიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითი იქნება. ამასთან, გარდამავალ პერიოდში გენერაციის ობიექტებს უბალანსობაზე პასუხისმგებლობაც არ დაეკისრებათ. ბაზრის გახსნა ერთ-ერთია იმ ვალდებულებებს შორის, რომლის შესრულება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში აქვს აღებული.

მთავრობა იმედოვნებს, რომ ბირჟის ამ ფორმით ამოქმედებითაც კი, აღებული ვალდებულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც დაიხურება. ეკონომიკის სამინისტრო ირწმუნება, რომ ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ვალდებულებების 80%-ი უკვე შესრულებული აქვს და დარჩენილი ვალდებულებების შესრულება მომდევნო 2 წლის განმავლობაში მოხდება. ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების გარდა საქართველოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებებიც შესასრულებელი აქვს - მათ შორის არის ენერგეტიკული ობიექტების განცალკევება და ელექტროენერგიის და გაზის ბაზრებზე რეფორმა - როგორია რეფორმების პროგრესი, ჩაითვლება თუ არა ამ ფორმით ბაზრის გახსნა ვალდებულების შესრულებად და როგორ გრძელდება დასავლეთთან გართულებული ურთიერთობების ფონზე ენერჯი ქომუნითისთან პარტნიორობა?

სტუმარი: სალომე ჯანელიძე - Energy Community-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები