მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟა იხსნება - ნიკოლოზ სუმბაძე ანალიტიკაში

მომავალ კვირას საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა გაიხსნება, თუმცა ახალი წესებით 1 ივლისიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითი იქნება. ამასთან, გარდამავალ პერიოდში გენერაციის ობიექტებს უბალანსობაზე პასუხისმგებლობაც არ დაეკისრებათ. ბაზრის გახსნა ერთ-ერთია იმ ვალდებულებებს შორის, რომლის შესრულება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში აქვს აღებული. ასოცირების დღის წესრიგის მიღმა, ვალდებულებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშეც აქვს აღებული – მათ შორისაა, ენერგეტიკული ობიექტების განცალკევება და ელექტროენერგიის და გაზის ბაზრებზე რეფორმა. რა ახალი ეტაპი იწყება ენერგეტიკული სექტორისთვის, რა გავლენა ექნება ცვლილებებს ბაზარზე და რამდენად შეიძლება ამ ფორმით ბირჟის გახსნა შესრულებულ ვალდებულებად ჩაითვალოს?

სტუმარი: ნიკოლოზ სუმბაძე - სემეკ-ის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები