„ენერგეტიკული ბირჟის მუშაობის სატესტო რეჟიმი წარმატებით დასრულდა და შესაძლებელია გადავიდეთ სრულყოფილ ვაჭრობაზე“,- "სემეკის" თავმჯდომარე პლატფორმის სრული დატვირთვით ამუშავებაში რისკებს ფაქტობრივად ვეღარ ხედავს. განსხვავებული პოზიციებია კერძო სექტორში. ნაწილი ამბობს, რომ სანამ საქართველო ევროპას ენერგეტიკულად არ დაუკავშირდება, ბირჟის ლოგიკა გაუმართლებელია.