ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე რამდენიმე დღე რჩება. 1 ივლისიდან ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება და ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითი იქნება. იხსნება დღით ადრე და დღიური ბაზრები, თუმცა უბალანსობაზე პასუხისმგებლობა და საბალანსო ბაზრის ამოქმედება ერთი წლით 2025 წლის 1 ივლისამდე გადავადდა. ამასთან, საწყის ეტაპზე ენერგეტიკული ბირჟა გენერაციის ობიექტების მხოლოდ ნაწილისთვის იხსნება. როგორც ბაზრის მონაწილეები აცხადებენ, საწყის ეტაპზე ბირჟაზე აქტიური ვაჭრობა მოსალოდნელი არაა. რა ფორმით ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა და როგორია მოლოდინები?