CFD აუქციონში მონაწილე კომპანიებისათვის ენერგეტიკული ბირჟით ვაჭრობა სავალდებულო უნდა იყოს - ამ მოსაზრებას ენერგეტიკოსები არაერთხელ გადადებული ბირჟის გახსნის თარიღის ფონზე აქტიურად უბრუნდებიან. ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნის ვალდებულება, რომელიც ქვეყანამ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო, ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა, თუმცა ბირჟის გახსნა უკვე 6-ჯერ გადავადდა. გადავადების ერთ-ერთ მიზეზად რეგიონში არსებული გამოწვევები დასახელდა. ბოლოს განსაზღვრული დედლაინი 1 ივლისს იწურება. რამდენად მზად არის ქვეყანა ბირჟის გახსნისთვის, მოიხსნა თუ არა ის რისკები, რაც საფუძვლად ედო მისი გახსნის გადადებას.