მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული გიგანტები, Devon-ი და Coterra ერთიანდებიან - გარიგების მოცულობაა $58 მილიარდია

Devon-ი და Coterra

ფიქლის ინდუსტრიის ამერიკული გიგანტები, Devon Energy და Coterra Energy ერთიანდებიან. როგორც მედია წერს, ნავთობისა და გაზისა მომპოვებელი და მწარმოებელი ორი მსხვილი კომპანიის კორპორაციული გარიგების მოცულობა $58 მილიარდი იქნება და მისი მიზანი ერთიანი, გაცილებით ძლიერი ინდუსტრიული მოთამაშის ჩამოყალიბება იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ კომპანიაში Coterra-ს წილი 54%-ი იქნება, Devon-ის კი - 46%. მხარეების საერთო გადაწყვეტილებით, ახალი ენერგეტიკული გიგანტი Devon Energy-ს სახელს შეინარჩუნებს და მასში Caterra-ს აქციონერები თითო აქციის სანაცვლოდ 0.7 აქციას მიიღებენ.

კომპანიის სათავო ოფისი ჰიუსტონში იქნება განთავსებული. ამ სტრატეგიული გაერთიანების ფონზე მათ საკუთრებაში პერმიანის, ოკლაჰომასა და აპალაჩიას საბადოები იქნება, სადაც მხარეები ფიქლის მოპოვებას ერთობლივი ძალებით გააგრძელებენ და ერთმანეთს ტექნოლოგიურ ცოდნასა და გამოცდილებას, ასევე ინფრასტრუქტურას გაუზიარებენ.

როგორც Devon-სა და Coterra-ში აცხადებენ, გარიგების მთავარი მიზანი ოპერაციული ხარჯების მკვეთრად შემცირება იქნება. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანის ყოველწლიური დანაკარგი $1 მილიარდს აჭარბებდა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ენერგეტიკული კომპანიები გაერთიანდნენ არის ის, რომ ბოლო წლებში ფიქლის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა. კომპანიები ხვდებიან, რომ გაერთიანება ამჟამად წარმატების ერთადერთი გზაა, თუმცა ანალიტიკოსები ამ კორპორაციულ გარიგებასაც ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან არც Devon-ი და არც Coterra უცხოური ბაზრების ათვისებას ჯერ არ გეგმავენ. ექსპერტების შეფასებით, წარმატების მიღწევას ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ტრადიციული კომპანიების, მათ შორის Exxon-ის მსგავსად საერთაშორისო საბადოებით დაინტერესდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები