მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკული კომპანიები, რომლებსაც მოსახლეობა ყველაზე ხშირად უჩივის

5b5592429e691
BM.GE
23.07.18 12:29
2978
მიმდინარე წლის იანვარიდან ივნისის თვის ჩათვლით ენერგოომბუდსმენის აპარატში 2905 განცხადება დარეგისტრირდა. 7999 მოქალაქემ ისარგებლა სამართლებრივი კონსულტაციებით, ხოლო ელქტრონულ ფოსტასა და ოფიციალურ ,,ფეის ბუქ“ გვერდზე 887 წერილი დაფიქსირდა.

საჩივრები დარგობრივად შემდეგნაირად გადანაწილდა

 ელ.ენერგია – 573
 წყალმომარაგება – 1360
 ბუნებრივი გაზი – 972

კომპანიების მიხედვით, საჩივრების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

სს ,,თელასი“ – 338
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ – 235
შპს ,,ყაზტრანსგაზი - თბილისი“ - 50
შპს ,,სოკარ ჯორჯია - გაზი“ – 93
შპს „საქორგგაზი“ - 805
შპს „ყამარგაზი“ - 20
სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – 4
შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 490
შპს ,,მცხეთის წყალი“ – 11
შპს „ბათუმის წყალი“ - 1
შპს ,,რუსთავის წყალი“ – 251
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება“ – 607

ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ძირითად პრობლემად გამოიკვეთა რეგიონებში არასათანადო მომსახურებისა და მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის გამო თანხობრივი დარიცხვის საკითხები. ქ.თბილისში მომხმარებლები გამოთქვამენ პრტენზიას შეწყვეტილი მომსახურების აღდგენის დროის შემცირების გამო.

ბუნებრივი გაზის სექტორში დედაქალაქის მასშტაბით მომხმარებელთა პრეტნზიები ძირითადად ეხება შიდა სამონტაჟო და საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივ ვადებს. მოქალაქეები ვერ ახერხებენ მომსახურების მიღებას დაჩქარებული წესით. გარდა ამისა რეგიონებში აქტიურია წინა წლებში წარმოქმინილი დავალიანების ჩამოწერის საკითხი და ბუნებრივი გაზის დატაცების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გასაჩივრება.

წყალმომარაგების სექტორში რეგიონებში აქტიურია ხანდაზმული დავალიანების თემა, დედაქალაქში კი უმწვავესად დგას არასათანადო მომსახურების პრობლემა, რაც გამოიხატება მომსახურების ხშირ შეწყვეტასა და ტექნიკური სამუშაოების დაგვიანებით შესრულებაში. ზოგიერთ უბნებს სასმელი წყალი მიეწოდება დაბალი წნევით რაც უარყოფითად აისახება აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე.

თითოეული საქმის არსებითი შესწავლის შედეგად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა უფლებების დარღვევის ფაქტები დააფიქსირა, რის საფუძველზეც რეკომენდაციით მიმართა შესაბამის კომპანიებს. მიმდინარე წლის პირველ დეკადაში 1994 რეკომენდაცია გაიგზავნა სხვდასხვა კომპანიებში.

პირველი ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა, რის გამოც ჯამში ჩამოწერილმა თანხამ 495346.08 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ენერგოომბუდსმენმა მთელი რიგი საკითხები წარადგინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე და პირველი დეკადის მონაცემებით, სემეკის გადაწყვეტილებებით 194430.36 ლარი უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა ჩამოეწერა მოქალაქეებს.

ამ პერიოდისთვის, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოწერილი თანხის ჯამი შეადგენს 689776.44 ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები