ენერგეტიკული კრიზისი აფხაზეთში. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე კვირაა, ელექტროენერგია დღეში ერთი საათი და 20 წუთი მიეწოდებათ. მიზეზი ენგურჰესზე წყლის დონის დაკლება და რუსეთის მხრიდან ელექტროენერგიის კომერციულ ფასად მიწოდებაა. ე.წ. ბიუჯეტს ელექტროენერგიის შეძენის საშუალება არ აქვს. როგორც ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზებთან შეხვედრისას განაცხადა, ენგურჰესიდან გამომუშავებული ენერგიის 98%-ს ახლა მთლიანად აფხაზეთი მოიხმარს, თუმცა ესეც საკმარისი არ არის. რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია და რა უნდა იყოს ოფიციალური თბილისის ნაბიჯები .