მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენერგეტიკული მოხმარების ზრდის მამოძრავებელი ძალა კრიპტომაინინგი ნამდვილად არაა"

5c20cd55804b7
თამუნა ქემერტელიძე
24.12.18 17:30
1129
„ენერგეტიკული მოხმარების ზრდის მამოძრავებელი ძალა კრიპტომაინინგი ნამდვილად არაა“, - ეს განცხადება “საქმის კურსის” ეთერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ გააკეთა.

მისი თქმით, არაობიექტურია შეფასება, როდესაც ამბობენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა კრიპტომაინინგის ხარჯზე მოხდა.

“ეკონომიკა იზრდება ბევრ სექტორში. ენეგეტიკული მოხმარებლის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა მხოლოდ კრიპტომაინინგი არაა, რომელიც სხვათაშორის ბოლო პერიოდში დასტაბილურდა და დიდად აღარ იზრდება. ეს არის ძირითადად ტურიზმი, დეველოპმენტის სექტორი - მათ შორის ინდუსტრია, რადგან ინდუსტრიული საწარმოები ამატებენ სხვადასხვა სიმძლავრეებს. მათი კონტრიბუცია ენერგეტიკული მოხმარების ზრდაში არის გაცილებით მაღალი. შენდება ახალი კორპუსები, ახალი სასტუმროები და ყოველდღე ჩვენთან შემოდის ახალ-ახალი განაცხადები პოტენციური მომხმარებელების მხრიდან”, - აცხადებს თურნავა.

მისივე თქმით, 2019 წლის ენეგეტიკული ბალანსი ახალი მომხმარებლების განაცხადების საფუძველზეა გათვლილი.

ამასთან, თურნავას განმატებით, საქართველოში ბევრი ისეთი დარგია, რომელიც ენერგეტიკული მოხმარების კუთხით „დრაივერის“ ფუნქციას ინარჩუნებს, მათ შორისაა ტურიზმი.

“ტურიზმის როლი იმითაც ხასიათდება, რომ თუ ადრე ენერგეტიკული მომხმარება სეზონური ხაისიათის იყო ანუ ზაფხულზში მოთხოვნა ნაკლები გვქონდა, ვიდრე -ზამთარში, ახლა მოხმარება გათანაბრდა“, - აცხადებს თურნავა.

ცნობისთვის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში 14 მლრდ 832.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარებაა პროგნოზირებული, რაც მიმდინარე წლის, ასევე საპროგნოზო მაჩვენებელს (13 მლრდ 359.5 მლნ კვტ.სთ) დაახლოებით, 9%-ით აღემატება. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდში არსებულ ვითარებას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ნოემბრის მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით, 2%-ით აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები