მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული სიღარიბე საქართველოში - გათბობისათვის ოჯახების ნახევარი შეშას იყენებს

5c120566d93a9
თამუნა ქემერტელიძე
13.12.18 16:45
939
გათბობისათვის ოჯახების ნახევარი შეშას იყენებს - ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) წარმოადგინა.

კვლევამ გამოავლინა, რომ ენერგეტიკული სიღარიბე საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც შემდეგ საკითხებში იკვეთება:

• ზამთარში მოსახლეობა საცხოვრებელი ფართის მცირე ნაწილს ათბობს. გათბობისათვის ოჯახების ნახევარი შეშას იყენებს, რომლის წვაც არაეფექტურ ღუმელებში, ჯანმრთელობის დამაზიანებელი მეთოდებით ხდება.

• არსებული სუბსიდირების სქემების და დაზოგვის მეთოდების მიუხედავად, მაღალია ენერგეტიკული დანახარჯების წილი მთლიან შემოსავლებში. გადახდის ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ზამთრის თვეებში.

• მოსახლეობის 99%-ისთვის ელექტროენერგია ხელმისაწვდომია, 68%-ისთვის კი - გაზი, თუმცა რეგიონებში პრობლემას წარმოადგენს ძაბვის ცვალებადობით გამოწვეული ზარალი და გაუმართავი ინფრასტრუქტურა (ელექტრო სადენები და ბოძები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებას).

• ენერგეტიკული სიღარიბის არსებობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბალი ენერგოეფექტიანობის მქონე შენობები, რომლებიც ენერგიის ფლანგვას და კომფორტის დაბალ დონეს განაპირობებს.

• არსებული ფულადი დახმარების სქემები გარკვეული ხარვეზების მატარებელია და არ არის გამიზნული გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგეტიკული სიღარიბის შემცირებისაკენ.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ენერგეტიკის სექტორში მიდინარე რეფორმის და ენერგეტიკის ახალ კანონზე მუშაობის კონტექსტში, ძირითადი ყურადღება ეთმობა მოწყვლადი მომხმარებლების საკითხს. მოწყვლადი მომხმარებლების დახმარება დროებით ფინანსურ ღონისძიებებს გულისხმობს, მაშინ როცა ენერგეტიკული სიღარიბის აღმოფხვრა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას საჭიროებას, რადგან არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური ასპექტით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები