მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგიის დამგროვებელი სადგურის მშენებლობისთვის ბიუჯეტში ₾120 მილიონია გათვალისწინებული

ენერგიის დამაგროვებელები

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, ენერგიის დასაგროვებელი სადგურის მშენებლობისთვის 120 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ბიუჯეტის პროექტით, უნდა მოხდეს ქვესადგურის „ქსანი-500“ მიმდებარედ 200 მგვტ სიმძლავრისა და 200 მგვტ.სთ ტევადობის ენერგიის დამგროვებელი მოწყობილობების სისტემის მონტაჟი და საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ინტეგრაცია.

ამ პროექტის მიზანი თბილისის მიმდებარე რეგიონებისა და საქართველოს ეკონომიკისათვის კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტების მოხმარების შეზღუდვის (გათიშვის) რისკის დაზღვევა ისეთ კრიტიკულ შემთხვევებში, როგორიცაა თბოელექტროსადგურებისთვის გაზის მიწოდების შეფერხება და დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება.

აღსანიშნავია, რომ ენერგიის დამგროვებელი სადგურის პროექტისთვის 2027 წელს ₾150 მლნ, 2028 წელს კი ₾80 მლნ უნდა დაიხარჯოს. ჯამში გათვალისწინებულია ₾355 მლნ ლარი. პროექტის დონორი „აზიის განვითარების ბანკია“, რომელმაც ამ პროექტისთვის საქართველოს 104 მლნ დოლარის სესხი გამოუყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები