მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგიის მოხმარების ზრდა ყველაზე მეტად ტრანსპორტის, ინდუსტრიულ და საყოფაცხოვრებო სექტორებშია მოსალოდნელი

57b942f683426
BM.GE
21.08.16 09:57
1310
2026 წლამდე ენერგიის მოხმარების ზრდა ყველაზე მეტად ტრანსპორტის (51-104%), ინდუსტრიულ (41-104%) და საყოფაცხოვრებო (48-80%) სექტორებშია მოსალოდნელი, ხოლო შედარებით ნაკლები - კომერციულ (26-74%) და სოფლის მეურნეობის (28-72%) სექტორებში.

საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის მიხედვით, რომელიც 2016-2015 წლებს მოიცავს, ქვეყნის სამომავლო ეკონომიკური განვითარების პრესპექტივა (მიუხედავად იმისა, რომ ზრდის პროგნოზირებული ტემპი ვერ უზრუნველყოფს უახლოეს პერიოდში განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასთან დაახლოებას), შესაძლოა, შეფერხდეს წარმოქმნილი ენერგოდეფიციტის გამო, თუკი ეტაპობრივად არ მოხდება ქვეყნის შიდა ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური ათვისება.

„ენერგორესურსების მოხმარების დინამიკის დაბალანსებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია მთელი რიგი ზომების გატარება, როგორიცაა: ადგილობრივი ენერგორესურსების უფრო სწრაფი და რაციონალური ათვისება, კონკურენტული ბაზრისა და საინვესტიციო გარემოს შექმნა, ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება და იმპორტირებული ენერგოშემცველების დივერსიფიცირება. მოცემულ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა ჰიდრომააკუმულირებელი სადგური მდ. ენგურზე, სეზონური ელექტროსადგურები მდ. ენგურის აუზის ზედა წელში, ხუდონის, ნენსკრასა და ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურები. აღნიშნული სადგურები სეზონური რეგულირების უნარის საშუალებით შეამცირებენ ქვეყნისათვის დამახასიათებელ სეზონურ დეფიციტს, ასევე პრიორიტეტულია გაზსაცავის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთათვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში და შეამცირებს მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსით გამოწვეულ პრობლემებს“, - ვკითხულობთ სტრატეგიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები