მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგო კრიზისი აფხაზეთში - რა შეუძლია თბილისს?

ენერგო კრიზისი აფხაზეთში გრძელდება. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე კვირაა, ელექტროენერგია დღეში ერთი საათი და 20 წუთი მიეწოდებათ. მიზეზი ენგურჰესზე წყლის დონის დაკლება და რუსეთის მხრიდან ელექტროენერგიის კომერციულ ფასად მიწოდებაა. ე.წ. ბიუჯეტს ელექტროენერგიის შეძენის საშუალება არ აქვს. როგორც ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზებთან შეხვედრისას განაცხადა, ენგურჰესიდან გამომუშავებული ენერგიის 98%-ს ახლა მთლიანად აფხაზეთი მოიხმარს, თუმცა ესეც საკმარისი არ არის. აპირებს თუ არა თბილისი აფხაზების დახმარებას, ჯერ უცნობია. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვახტანგ ყოლბაია აცხადებს, რომ თბილისმა სოხუმს დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები