ენერგო-პრო ჯგუფი, 20 ნოემბერს აპირებს ავტომობილების/სპეციალური ტექნიკის დაზღვევის მომსახურებასთან დაკავშირებით ფასთაგამოკითხვის ჩატარებას. პროცესი იწარმოებს ღია, ელექტრონული აუქციონის წესით.
ფასთაგამოკითხვა ცხადდება დაახლოებით 1100 ერთეულ ავტომობილის/სპეციალური ტექნიკის დაზღვევის მომსახურებაზე, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 15 000 000 დოლარია, ხოლო ავტომობილების მომსახურების არეალი საქართველოში ყველა ადმინსტრაციული ერთეულია.
საბუთების წარდგენის ვადა იქნება 11 ნოემბრის ჩათვლით.
ფასთაგამოკითხვაში მონაწილეთა კვალიფიციურობის კრიტერიუმები გამოცხადდება შემდეგ საიტებზე www.tenders.ge
და www.etenders.ge ასევე კომპანიის ვებ გვერდზე www.energo-pro.ge

























