"სემეკმა" თელასისა და ენერგო-პრო ჯორჯიას საინვესტიციო გეგმებზე იმსჯელა და კომპანიების 2017 წლის საინვესტიციო მოცულობები დაადგინა.
უწყებამ თელასს მოთხოვნილი 42 მილიონი ლარიდან 28 მილიონი ლარის, ხოლო "ენერგო-პრო ჯორჯიას" კი 51 მილიონ 475 53 ლარის საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა.
ინვეატიციები სამომხმარებლო ტარიფის დადგენის ერთ-ერთი კომპონენტია, თუმცა 2016 წელთან შედარებით გაზრდილი საინვესტიციო გეგმა მოახდენს თუ არა გავლენას ტარიფებზე კომპანიებს კონკრეტული პასუხი არ აქვთ.
როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიას" რეგულირების მენეჯერი აცხადებს, მათ მიერ წარმოდგენილი ინვესტიციები ტარიფებზე მნიშვნელოვნად არ აისახება.
"ინვესტიცია ეს არის თავისთავად ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტი. ჩვენი ქსელიდან გამომდინარე, ალბათ, მეტი ინვესტიციაა საჭირო, თუმცა ჩვენ ვეცადეთ და ისეთი მოცულობის ინვესტიცია წარმოვადგინეთ სემეკში, რომელიც მნიშვნელოვნად არ აისახება ტარიფზე და მოსახლეობას არ დააწვება", - განაცხადა მათიაშვილმა.
ცნობისთვის, - "თელასმა" და "ენერგო-პრო ჯორჯიამ" სამომხმარებლო, განაწილებისა და გატარების ტარიფების გადასათვლელად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გეგმიური განაცხადით მიმართეს. სემეკს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად დრო 31 დეკემბრამდე აქვს.

























