სემეკის მიერ დადგენილ ახალ სამომხმარებლო ტარიფებს არასამართლიანად მიიჩნევს. როგორც ბოცვაძემ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, იგი წარმოდგენილ ტარიფებს არ ეთანხმება.
გარდა ამისა, მიხეილ ბოცვაძე არ ეთანხმება მარეგულირებელი კომისიის მიერ ახალ ტარიფში გათვალისწინებულ გაცვლით კურსს, რომლის მიხედვით ერთი აშშ დოლარი 2.50 თეთრი ღირს.
ამასთან, "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურ დირექტორს შენიშვნები აქვს სემეკის მიერ ტარიფში ასახულ საოპერაციო ხარჯების მოცულობასთან დაკავშირებით.
"მაინც ვერ გავიგე, საოპერაციო ხარჯების რომელი მიმართულება შევამციროთ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით", - განაცხადა ბოცვაძემ.
სხდომაზე მიხეილ ბოცვაძეს სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ უპასუხა.
"კომისია ვერასდროს მიგითითებთ კონკრეტული საოპერაციო ხარჯის შემცირებისკენ. ყველა ხარჯი, მათ შორის საოპერაციო, არის საპროგნოზო. თქვენ ახლა აქცენტირებას აკეთებთ იქ, სადაც იცით, რომ ხარჯი გეზრდებათ, თუმცა შეიძლება, რომელიმე მიმართულებით ხარჯი შეგიმცირდეთ, იგივე ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში. მე ამ შემთხვევაში ჯამურ სურათს ვუყურებ“, - განაცხადა ირინა მილორავამ და დასძინა, რომ "ეს არის რეგულირების ბოლო წელი და მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის სემეკი თავიდან გადახედავს საოპერაციო დანახარჯებს და კომპანიას ოპტიმალურ მაჩვენებელს დაუგეგმავს“.
რაც შეეხება გაცვლითი კურსის ნიშნულს, ირინა მილორავას განმარტებით, ახალ ტარიფში გათვალისწინებული კურსი ყველაზე ოპტიმალურია.
"2.5 კურსი ნიშნავს იმას, რომ ამ პროგნოზების ფორმატში ის იტანს 2.4-საც და 2.6-საც. ამიტომ დღეს იმის თქმა, რომ საბალანსო ელექტროენერგიის 13-თეთრიანი ტარიფი რეალობას არ პასუხობს, ნაკლებად არგუმენტირებულად მეჩვენება. ეს მაშინ, როცა წინა თვე 10-თეთრიანი საბალანსო ელექტროენერგიის ფასით დაიხურა“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
სხდომის მიმდინარეობისას "ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორმა სემეკის წევრებს კითხვა ასევე საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით დაუსვა. ბოცვაძე დაინტერესდა, სამომავლოდ სემეკი ტარიფში თუ ასახავს რამდენჯერმე გაზრდილი ღირებულების საინვესტიციო პროექტებს, ვიდრე კომპანიას ამ ეტაპზე აქვს წარმოდგენილი.
„კომისია ყველა პროექტს ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს და მოგცემთ თანხმობას, ან უარს გეტყვით რომელიმე პროექტის განხორციელებაზე“, - უპასუხა ირინა მილორავამ მიხეილ ბოცვაძეს.
დღესვე, სემემის წევრებმა კომპანიების წარმომადგენლებს სხდომაზე განუმარტეს, რომ მომავალ წელს სატარიფო მეთოდოლოგიაში ცვლილებები იგეგმება, რასაც სემეკი საჯაროდ განიხილავს.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა, კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის კი გაიზარდა

























