მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის ელექტროენერგია ძვირდება

5a43878c0dc07
დავით ჯალაღონია
27.12.17 15:42
1114
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1 კვტ.სთ-ზე 1.28 თეთრით ძვირდება. ტარიფის ზრდა ასეთი მოცულობით შეეხება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციულ სექტორს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის მიხედვით, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფები დადგინდება: 0 კვტ.სთ-დან 101-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარებისთვის, ყოველ კვტ.სთ-ზე 14.237 თეთრი, 101-დან 301-ის ჩათვლით - 18.213, 301-დან კი 22.733 თეთრი. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 14.860 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 16.251 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.083 თეთრს. აღნიშნული დადგენილების პროექტს სემეკი რამდენიმე წუთში დაამტკიცებს. ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები