ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა, კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის კი გაიზარდა. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომერციული მომხმარებლებისთვის, რომლებიც საშუალო ძაბვის სექტორს განეკუთვნებიან, ტარიფი ერთი კვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება 0,657 თეთრით გაიზარდა , მაღალი ძავის სექტორის მომხმარებლებისთვის 0,001 თეთრით გაიზარდა, დაბალი ძაბვის სექტორისთვის კი უცვლელი დარჩა.
ამასთან, სემეკის გადაწყვეტილებით, 2017 წელს უცვლელად შენარჩუნდება სამომხმარებლო ტარიფიც.

























