ენერგო-პრო ჯორჯია იწყებს ახალ კამპანიას, მოუსმინე ენერგეტიკოსს. კამპანიის ფარგლებში, ენერგო-პრო ჯორჯია, თავის აბონენტებს მიაწვდის ინფორმაციას უსაფრთხოების შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი თუ აღმოჩნდებიან ელექტროქსელის სიახლოვეს. ყველამ იცის, რომ დენგამტარ მოწყობილობებთან მიახლოება სიცოცხლისთვის სახიფათოა. თუმცა, კონკრეტული მაგალითების წარმოჩენით, აბონენტები მეტი სიფრთხილით მოეკიდებიან საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამასთან კამპანიას აქვს საგანმანათლებლო დანიშნულებაც. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ტრავმული შემთხვევები, დაახლოებით 30 წამიანი ვიდეოებით პროფესიონალი ენერგეტიკოსები აბონენტებს გააცნობენ იმ წესებს, რომლებიც აუცილებელია დაიცვან ქსელის სიახლოვეს მოხვედრისას.
სტუმარი: ავთო დვალიშვილი - ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი