მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ოთხი ჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაიზარდა

5a40cec10bfe9
დავით ჯალაღონია
25.12.17 14:09
964
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ოთხი ჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაიზარდა, ერთის - შემცირდა.

სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოებისთვის "რიონჰესის" ტარიფი 3.301-დან 4.060 თეთრამდე გაიზარდა, "ლაჯანურჰესის" 1.593-დან 1.679 თეთრამდე, "გუმათჰესების კასკადის" 2.004-დან 2.209-მდე, "შაორჰესის" 1.933-დან 2.747-მდე, "ძევრულჰესის" ტარიფი კი 2.616-დან 1.986 თეთრამდე შემცირდა.

აღნიშნული ტარიფები 2018-2020 წლებში იქნება ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები