მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

5820977194ca9
BM.GE
07.11.16 19:00
1191
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მომხმარების ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 6 დეკემბერი, ხოლო ნორმატიული აქტის გამოცემის ბოლო ვადად - 2016 წლის 31 დეკემბერი.

გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილებით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები შპს „შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის", შპს ,,მცხეთის წყალისთვის" და შპს "რუსთავის წყალისთვის" წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მიზნით. ამ შემთხვევაშიც მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 6 დეკემბერი, ხოლო ნორმატიული აქტების გამოცემის ბოლო ვადად - 2016 წლის 31 დეკემბერი.
7 ნოემბრის სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას", „შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", შპს "მცხეთის წყალის" და შპს "რუსთავის წყალის" მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები