ენერგო-პრო თბილისის გარეთ ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა
კახეთის ენერგოდისტრიბუცია საჯარო აუქციონზე 21.7 მილიონ ლარად გაიყიდა. მყიდველი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია, ენერგო-პრო ჯორჯიაა, რომელმაც ბაზრის წილი 60.2%-დან 64.6%-მდე გაზარდა და თბილისის გარეთ ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა. G&T-ის ინფორმაციით, კახეთის ენერგოდისტრიბუცია 2011 წლის შემდეგ გაკოტრების რეჟიმშია და მას აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მართავს. იქამდე, 2008-2011 წლებში, კომპანიის მფლობელი იყო ლიტვური კონცერნი „ახემა-გრუპემა“. კომპანიის ვალდებულებები ჯამურად 21 მილიონ ლარს უტოლდება, რისი დაფარვაც აუქციონზე გადახდილი თანხით მოხდება.