„ენერგოეფექტურების მნიშვნელობა სამშენებლო სექტორში“- ამ სახელწოდებით „იტონგ კავკასუსის“ ორგანიზებით ჰოლიდეი ინში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში დარგის წარმომადგენლებმა ენერგოეფექტური მშენებლობის მეთოდებზე და ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. რა უპირატესობა გააჩნია ენერგოეფექტურ მშენებლობას და რა გამოწვევების წინაშეა საქართველო, სადაც მინიმალურ მოთხოვნებზე კანონი მიმდინარე წლის ზაფხულიდან მოქმედებს.