ენერგორესურსების მარაგის შემცირებით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის და მეორე მხრივ გარემოს ეკოლოგიური დაბინძურებით მიღებული გლობალური დათბობის პროცესის გამო მსოფლიო შეთანხმდა იმ ფაქტზე, რომ ქვეყნებმა ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებაზე უნდა იზრუნონ. ენერგიის თითქმის ნახევარი განვითარებულ ქვეყნებში საცხოვრებელ სახლებზე მოდის, ამიტომ რესურსების შენახვის ერთ-ერთი უნივერსალური მეთოდი შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდაა. სამშენებლო ინდუსტრია ერთ-ერთი მსხვილი ენერგომომხმარებელია, ამიტომ შენობების სითბო- სიცივით მომარაგება, ენერგოეფექტური და ეკოლოგიური ღონისძიებების გატარებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს.
ენერგოეფექტური სახლის ძირითადი პრინციპი კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებასა და გათბობა ვენტილაციის გამოყენების გარეშე, მაქსიმალური ჰერმეტიზაციის ხარჯზე ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებაა. ამ პროცესს 2023 წლის ივნისიდან, უერთდება საქართველოც. კანონის მიხედვით, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ყველა ახალმა შენობამ ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.
თუმცა კანონის ამოქმედებამდე რიგი კომპანიების საქართველოში მომხმარებლებს ენერგოეფექტურ საცხოვრებელს კომპლექსებს უკვე წლებია სთავაზობს. ერთ-ერთია კომპანია „არქი“ რომელსაც EBRD-მა ენერგოეფექტური მშენებლობისთვის სპეციალური გრანტი 50 ათასი დოლარის ოდენობით 2018 წელს გადასცა. პროცესს წინ უძღოდა „არქი თაუერსის“ შემოწმება. საერთაშორისო აუდიტი სამშენებლო მასალებს, კარ-ფანჯარას და შენობის თბოიზოლაციას ჩაუტარდა. შემოწმებისას დადგინდა თბოგამტარობის კოეფიციენტი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
როგორ ახერხებს კომპანია ენერგოეფექტურობის მიღწევას, სად შოულობს კადრებს და როგორია სამომავლო პოლიტიკა?
სტუმრები: თორნიკე გურული - „არქის“ დირექტორის მოადგილე;
დიმა ადამია - „იტონგ კავკასუსის“ დირექტორი,