მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასკვნით ფაზაშია

57ff268762e18
დავით ჯალაღონია
13.10.16 10:13
1264
ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასკვნით ფაზაშია.  როგორც ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაშვლმა "ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, დოკუმენტის სამუშაო ვერსია უკვე მზად არის.

"სამოქმედო გეგმა სრულად ფარავს იმ ვალდებულებებს, რომელიც ენერგოეფექტურობის მიმართებით ქვეყანას წარმოეშვება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშენებლო ნორმებისა და წესების სრულყოფა, სატრანსპორტო საკითხების, ენერგომომხმარებელი მოწყობილობების იმპორტირების, ან წარმოების შემთხვევაში მათი ენერგომოხმარების ნორმების შემუშავება და ეს ყველაფერი სამოქმედო გეგმაში ასახულია. მას შემდეგ, რაც ქვეყანა თანამეგობრობის წევრი გახდება, გეგმის არსებობა მისი რეალიზაციის წინაპირობას ქმნის“, - განმარტა აბულაშვილმა.

სამოქმედო გეგმაზე ენერგეტიკის სამინისტრო, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაქირავებული შესაბამისი ჯგუფი და ენერგოეფექტურობის ცენტრი მუშაობენ. ამ ეტაპზე სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება და შემდეგ გეგმის საჯარო განხილვები დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები