ენერგოეფექტურობის ბაზრის განვითარების მიზნით, მთავრობა მორიგი რეგულაციის შემოღებას აპირებს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველწლიურად მის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3% უნდა განაახლოს. ამასთან, ობიექტებს აშენების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატი უნდა მოჰყვეს, რომელსაც ენერგოაუდიტი შეამოწმებს. პროექტის განხილვას ელენე გოგბერაშვილი ესწრებოდა. რა იცვლება პროექტის მიხედვით და საინტერესოა ბიზნესის როლიც? შეეხება თუ არა რეგულაცია კერძო სექტორს?