მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოეფექტურობის მოთხოვნების შესრულების დინამიკა

უკვე 4 თვეა ქვეყანაში ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. საუბარია ყველა ტიპის შენობაზე, განურჩევლად საკუთრების ფორმისა.

მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულია როგორი უნდა იყოს შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები. იმისთვის, რომ სამშენებლო ნებართვა მიიღოთ, მოთხოვნილ დოკუმენტაციას ასევე თან უნდა ახლდეს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით გაცემული დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ის შენობა, რომლის აშენებასაც გეგმავთ, ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. რეგულაციის ძალაში შესვლიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაახლოებით 4 000-მდე სამშენებლო ნებართვაა გაცემული, საიდანაც 1 500 დედაქალაქზე მოდის. ახალ გაცემული ნებართვების პროექტებად ქცევის შემდეგ, ქვეყანაში ენერგოეფექტური შენობების რაოდენობა გაიზრდება. ბაზარზე მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ამ დრომდე ამ სტანდარტით არ აშენებდნენ გადაწყობა მოუწევთ, რაც სხვადასხვა გათვლებით მშენებლობის 5-დან 10%-მდე გაძვირებას გამოიწვევს.

ენერგოეფექტურ მშენებლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგოეფექტური ბლოკი, რომელსაც საქართველოში ექსკლუზიური ლიცენზიით 2014 წლიდან იტონგ კავკასუსი აწარმოებს. 2021 წლიდან კი თბილისში იტონგის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა, რომლის ჯამური ინვესტიცია ₾55 მლნ იყო. ქარხანა ყოველწლიურად 180 000 მ3 აირბეტონის ბლოკს აწარმოებს, უახლოეს პერიოდში საწარმო სრულად ჩაანაცვლებს იმპორტს, - სომხეთში კი, ექსპორტზე გავა. მნიშვნელოვანია, რომ იტონგის აირბლოკი დაბალი თბოგამტარობის კოეფიციენტით გამოირჩევა, რაც მომხმარებელს კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვაში ეხმარება.

„იტონგ კავკასუსის“ ორგანიზებით სულ ცოტა ხნის წინ თბილისში სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ენერგოეფეტური მასალების და მშენებლობის მეთოდებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ენერგოეფექტურ გადაწყვეტებში არქიტექტურული კომპანიის როლზე ისაუბრეს.

სტუმრები:

დიმიტრი ადამია - „იტონგი“, აღმასრულებელ დირექტორი;

ირაკლი გოგოხია - Teamtwo - აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები