მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების ეროვნული ჩემპიონატი იწყება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების ეროვნული ჩემპიონატი იწყება. დებატებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტი საჯარო სკოლის მოსწავლე. სემეკისა და დებატების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივა პროექტ „დებატები უკეთესი განათლების“ ფარგლებში განხორციელდება, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები