მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოკომპანია Alcazar ჩრდ. მაკედონიაში ქარის უდიდეს ელექტროსადგურს ააშენებს - ინვესტიცია $500 მლნ

alcazar

განახლებად ენერგიებში ინვესტორი Alcazar Energy-ის ინფორმაციით, კომპანიამ ჩრდილოეთ მაკედონიაში ქარის ელექტროსადგურების ყველაზე მასშტაბური პროექტი წამოიწყო, რომელში განხორციელებული ინვესტიციაც, მინიმუმ, $500 მილიონი იქნება, დადგმული სიმძლავრე კი 400 მეგავატს მიაღწევს.

The Shtip Project, რომელიც დედაქალაქ სკოპიედან 75 კმ-ში განთავსდება, ცენტრალური ნაწილია იმ შეთანხმებისა, რომელიც ჩრდ. მაკედონიამ გაეროს კლიმატის 28-ე სამიტზე დააანონსა. შეთანხმების ფარგლებში, მაკედონიის ენერგოტრანზიცია უნდა დაჩქარდეს.

ქარის ფერმის მშენებლობა 2025 წლის მეორე ნახევრისთვისაა ჩანიშნული. დასრულების შემდეგ, პროექტი გაახუთმაგებს ქვეყანაში ქარის ელექტროსადგურების ამჟამად არსებულ სიმძლავრეს, რაც საკმარისი იქნება 100 000-ზე მეტი სახლის ელექტროენერგიით მომარგებისთვის და ატმოსფეროში 670 ათას ტონაზე მეტ ნახშირბადის ემისიას დაზოგავს.

როგორც Alcazar-ის თანადამფუძნებელი, დანიელ კალდერონი აღნიშნავს, კომპანია ჩრდ. მაკედონიას განსაკუთრებულად მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციად ხედავს, რადგან ქვეყანაში განახლებადი ენერგიის განვითარების პოტენციალი მაღალია.

პროექტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მაკედონიას ქსელური კავშირი აქვს საბერძნეთთან, ბულგარეთთან, სერბეთსა და კოსოვოსთან, ქარის ახალი ფერმა ხელს შეუწყობს რეგიონში ენერგოდეფიციტის შევსებასაც.

ჩრდ. მაკედონიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სრულიად ევროპისთვის, მაკედონიას კი მეზობლებთან უფრო მჭიდრო კავშირის შექმნის საშუალებას აძლევს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები