მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგოკომპანიები განახლებულ მთავრობასთან შეხვედრას გეგმავენ

5a3cc2c25282d
დავით ჯალაღონია
22.12.17 14:00
762
ენერგოკომპანიები განახლებულ მთავრობასთან შეხვედრას გეგმავენ. როგორც განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა საქმის კურსს განუცხადა, შეხვედრა წელს არის დაგეგმილი. 

"მოგეხსენებათ, რომ დავაფუძნეთ "განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია", რომლის ფარგლებში შეგვპირდა ახალი შემადგენლობით ეკონომიკის სამინისტრო, რომ გაგვიკეთებს შეხვედრას იმაზე, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას ჩვენი სექტორის მიმართულებით. ზუსტად ეგ არის მთავარი ამ ასოციაციიების ჩამოყალიბების, რომ შეიქმნას პლატფორმა, ადგილი, სადაც მოხდება ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება იმ კუთხით, თუ საით განვითარდება ჩვენი სექტორი”, - განაცხადა აბრამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია მიმდინარე თვის დასაწყისში დაფუძნდა და მასში ენერგოსექტორში მოღვაწე 15 კომპანიაა გაწევრიანებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები