მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგომბუდსმენი: გაზის ტარიფი უცვლელია, მაღალი გადასახადი არ უკავშირდება ტარიფს

586e1a98476dc
BM.GE
05.01.17 14:04
1500
სოციალურ ქსელებში ორი დღის განმავლობაში აქტიურად არის საუბარი დედაქალაქში დეკემბრის თვეში ბუნებრივი გაზის შესამჩნევად გაზრდილი გადასახადის თაობაზე.
ენერგოომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი უცვლელია, შესაბამისად მაღალი გადასახადი არ უკავშირდება ტარიფს.

"შპს "ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ადმინისტრაციამ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრვ დამცველს დაუდასტურა, რომ დეკემბრის თვეში ტექნიკური პრობლემები არ ჰქონია, შესაბამისად, სისტემურ ხარვეზებს ადგილი არა აქვს. აგრეთვე, გამორიცხულია ნებისმიერი შეცდომა აღრიცხვიანობის თავლსაზრისით. კომპანია გაზრდილ გადასახადს უკავშირებს ცივი სეზონის პიკს და წინა წლებთან შედარებით გაცილებით დაბალ ტემპერატურასა და ყინვებს”, - განმარტავენ უწყებაში. ამასთან

ენერგოომბუსდმენი მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუკი მცირედი ეჭვი მაინც არსებობს კომპანიის ქმედებებთან დაკავშირებით, თუ აბონენტი კატეგორიულად არ ეთანხმება გადასახადს ან სურს მრიცხველის შემოწმება, მოგვმართოს შემდეგ მისამართზე: მიცკევიჩის ქ. #19. თითოეული განცხადება შესწავლილი იქნება ინდვიდუალურად. ენერგოომბუდსმენის აპარატი მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად.

”ყაზტრანსგაზ თბილისი” დეკემბერში ბუნებრივი აირის დანახარჯის ზრდას ტემპერატურის მკვეთრ კლებას უკავშირებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები